სამოტივაციო წერილი ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურის წებნის დროს და დიდი როლი თამაშობს დასაქმებაში ამიტომაც მნიშვნელოვანი თუ როგორ წერთ სამოტივაციო წერილს.
სამოტივაციო წერილი შედგება რამდენიმე პარაგრაფისგან, სადაც თქვენ აღწერთ თქვენს კვალიფიკაციას და მოუთხრობთ დამსაქმებელს, თუ რატომ ხართ დაინეტერსებული ამ ვაკანსიით. წერილმა უნდა დაარწმუნოს დამსაქმებელი რომ თქვენი კანდიდატურა საინტერესოა და აუცილებელია თქვენთან შეხვედრა. წარმატებული სამოტივაციო წერილი თქვენს დასაქმებაში დიდი როლი თამაშობს.
წერილი იწყება თარიღით, თქვენი საკონტაქტო ინფორმაციით, სადაც წერთ თქვენს სახელს გვარს, პოზიციას და ტელეფონის ნომერს. თუ იცით ვის წერთ წერილს ძალიან მნიშვნელოვანია მისალმება, თუ იცით სახელი ვისაც წერთ, მაშინ დაიწყეთ წერილი ასე, ქალბატონო ____ , იმ შემთხვევაში თუ არ იცით ადრესატის ვინაობა, მაშინ შეგიძლიათ დაწეროთ კომფანისს სახელი და უფროს .
თქვენი წერილის პირველი აბზაცი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ რატომ წერთ ამ წერილს. აუცილებლად ახსენეთ პოზიცია, რომელზეც უნდათ მუშაობა . მეორე აბზაცში უნდა აღწეროთ რას სთავაზობთ დამსაქმებელს. რატომ უნდა აირჩიოს მაინცდა მაინც თქვენ და არა სხვას დააკვაშირეთ თქვენი გამოცდილება ვაკანსიის მოთხოვნებთან. მოყევით თქვენი სპეციფიური გამოცდილებისა და უნარების შესახებ, რომელიც შეესაბამება გამოცხადებულ ვაკანსიას. გამოიყენეთ ჩამონათვალის ფორმატი, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს სწრაფად გადაავლოს თვალი წერილს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია. ბოლო აბზაცი არის თქვენი სამოტიცაციო წერილის დასკვნითი ნაწილი, სადაც თქვენ წინასწარ მადლობას უნდა გადაიხადოთ დამსაქმებელს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის და სურვილს გამოიხადეთ რომ შეხვედრაზე წასვლა სურთ რათა პირადად გაეცნოთ. წერილი დაასრულეთ პატივისცემით, თქვენი სახელი და გვარი.
ეს საიტი ძალიან კარკი საიტია თქვენ შეგიძლიათ ამ საიტში ნახოთ სხვადა სხვა სამოტივაციო წერილი და რეზიუმუ ავტობიოგრაფია და სხვა.
ბიბლიოგრაფია:
სათაური: როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი? – ლიკა კაპანაძე
ავტორი: ლიკა კაპანაძე
თარიღი: 6 აპრილი 2015
წყარო: https://www.marketer.ge/samotivacio-cerili/
სათაური: როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი
ავტორი: ირაკლი კვერნაძე
http://www.rogor.ge/article_428_rogor-davwerot-samotivacio-werili.html
No comments:
Post a Comment