მთავარი

უმუშევრობა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI 2017 წლის მაისის სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა რომ საქართველოს მოსახლეობის 67% ყველაზე პრობლემატურ საკითხად სამუშაო ადგილების უკმარისობას მიიჩნევსსექტემბრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% თავს დაუსაქმებლად თვლის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით კი 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე (უმუშევრების პროცენტული რაოდენობა სამუშაო ძალაში) 14,1% იყო.  საინტერესოა თუ რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ოფიციალურ სტატისტიკასა და ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს შორის .

 პიველად მინდა განვიხილო უმუშევრობის არსის შესახებ . უმუშევარია ადამიანი, თუკი ის სასურველ სამუშაოს, სასურველი ანაზღაურებით ვერ პოულობსსამუშაო ადგილების ნაკლებობაა, ხოლო ადამიანებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა არ აქვთ, მოსახლეობის ნაწილს არ უღირს დაბალი ხელფასისთვის დაქირავებულად მუშაობა და ცდილობს, სხვა ქვეყანაში იპოვოს უკეთესი სამსახური, ან სოფელში, მიწაზე მუშაობით მოიპოვოს საჭირო მინიმალური შემოსავალი. დღეს საქართვროში ორივე სიტუაცია დამახასიათებელია ემიგრაციაც და მიწაზე მუშაობაცადამიანის მიერ საკუთარი უმუშევრობის აღქმა ხშირად არ ემთხვევა ოფიციალური სტატისტიკური მეთოდოლოგიით განსაზღვრულ უმუშევრობას. მაგალითადჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ბევრი რესპოტენტი ვისაც სასურველი სამსახური არა აქვს, მაგრამ მუშაობს,  თავს თვლის, რომ უმუშევარია. ასევე მიაჩნია, თუკი უმაღლესი განათლება აქვს და შესაფერის ადგილზე არ მუშაობს. ხშირად ადამიანი თავს მხოლოდ მაშინ აღიქვამს დასაქმებულად, თუ ხელფასი აქვს დანიშნული მაგალითადუმუშევარიტაქსის მძღოლები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები, სოფლის მეურნეობაში საკუთარ მიწაზე დასაქმებულები და .. ოფიციალური სტატისტიკით კი ისინი უმუშევრებად არ ითვლებიანმაგრამ ფაქტია რომ თავს უმუშევრეად გრძნობენ. თუ ვიყაცა მიწაზე მუშაობს თვლიანრომ თვით დასაქმებულიადასაქმებულად ითვლება. უმუშევრობის სტატისტიკას მხოლოდ ეკონომიკური სიტუაციის ანალიზის დანიშნულება აქვს. საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 2.2%  შემცირდა და 12.4% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ 15 წლისა და უფროსი ასაკის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში (მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც შეუძლია მუშაობა და აქტიურად ეძებს სამუშაო ადგილს) ყოველი 1000 კაციდან 124 უმუშევარია. უმუშევართა ჯამობრივი რაოდენობა კი  2017 წლის მონაცემების მიხედვით  უმუშევარი  276.4 ათასი კაცია. საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობაში თვითდასაქმებულები სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, საცალო ვაჭრობასა და სხვა ჭარბობს. სულ დასაქმებულია დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი, აქედან დაახლოებით 1 მილიონი (60%) თვითდასაქმებულია. სწორედ ამ ფორმით დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი არ თვლის თავს დასაქმებულად და სოციოლოგიურ გამოკითხვებში პასუხობს, რომ უმუშევარია. 692 ათასი ადამიანი არის დაქირავებით დასაქმებული და, შესაბამისად, მათ არა აქვთ აღქმა, რომ უმუშევრები არიან. აქედან დაახლოებით 150 ათასი ადამიანი საჯარო სექტორშია დასაქმებული.ერთია, რომ ოფიციალური მეთოდოლოგიით 1,7 მილიონი ადამიანი ითვლება დასაქმებულად და 246 ათასი უმუშევრად, მაგრამ თუ განვიხილავთ  სამუშაოს მაძიებელთა რიცხვს, სამსახურს ეძებს არა მხოლოდ 246 ათასი კაცი, არამედ თვითდასაქმებულების უმეტესობაც, რომლებიც სასურველი სამსახურის პოვნამდე სხვადასხვა გზით ცდილობენ შემოსავლის მიღებას. შესაბამისად, როდესაც საქართველოში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, არ ნიშნავს, რომ ამ ადგილებს აუცილებლად ოფიციალური გაგებით უმუშევრები დაიკავებენ.საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით $15 მილიარდია, ერთ ადამიანზე მოდის საშუალოდ $4 ათასის.





~
















ბიბლიოგრაფია:
 სათაური: უმუშევრობის პრობლემა
 ავტორი :ბესო ნამჩავაძე
გამოქვეყნების თარიღი:  18 ნოემბერი, 2015
წღარო: forbes.ge

 ბიბლიგრაფია:
 სტატისკებიკრაფიკები:  http://geostat.ge/?action=page&p_id=145&lang=geo
2018, საქსტატის ოფიციალური ვებგვერდი


No comments:

Post a Comment